Friday, July 11, 2014

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: გეომეტრიული ფიგურები

2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეძლონ გეომეტრიული ფიგურების დაჯგუფება გარკვეული კლასიფიკაციით, ნახაზების აგება, მაკეტების დამზადება, ბრტყელი ფიგურების ფართობთა გამოთვლა.

3.პროექტის აქტუალობა:  მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (განსხვავებულ ფიგურათა ფართობების გამოთვლა).

4.პროექტის მიზნები: გეომეტრიული ფიგურების განხილვა, მათი დემონსტრირების ,გეომეტრიულ  ობიექტთა კომპონენტების ამოცნობის, ფიგურათა დაჯგუფების,მისი გაზომვისა და შედარების უნარების განვითარება. ინფორმაციის მოძიების, მათი ანალიზისა და დახარისხების, პრეზენტაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება.

5.მონაწილეთა ასაკი: 11-13 წელი .

6.ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე.

7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა, გამოსახვა, მაკეტის დამზადება, კლასიფიცირება. ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა, პრობლემის გადაჭრისას ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება. გუნდთან ერთად მუშაობა და პრობლემის გადაჭრა.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, ფორმატები ნახაზებისათვის, მარკერები, სახაზავი, მუყაო მაკეტებისათვის, წებო.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):

მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას, ხდება ჯგუფის დაკომპლექტება და კონკრეტული დავალებების გადანაწილება.

1 ქტივობა- ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას გეომეტრიული ფიგურების შესახებ.

2 აქტივობა- ახდენენ ფიგურების კლასიფიკაციას (ბრტყელ და სივრცულ     ფიგურებად).

3 აქტივობა-სახაზავ ფორმატებზე აკათებენ ნახაზებს პრეზენტაციისათვის.

4 აქტივობა-ამზადებენ მაკეტებს(შემდეგში მათემატიკის კაბინეტში განსათავსებლად).

5 აქტივობა-აკეთებენ საინფორმაციო კედლის გაზეთს.

6 აქტივობა-წარმართავენ პრეზენტაციას მათემატიკის კათედრის წინაშე.

პროექტის შეფასება:

შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
(5-6 ქულა)
საშუალო
(7-8 ქულა)
მაღალი
(9-10 ქულა)
ჩართულობა
ნაკლებად იყო ჩართული  პროექტის შესრულებაში
მეტნაკლებად ჩართულია, მაგრამ უჭირს ყველა აქტივობაში ჩართვა
აქტიურად არის ჩართული, თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, წარმოდგენა
დამოუკიდებლად არ შეუძლია ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
ეძებს ინფორმაციას,  მაგრამ უშვებს გარკვეულ შეცდომებს მათ დახარისხებაში, შესაბამისად წარმოდგენაში
კარგად ფლობს ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და წარმოდგენის უნარებს
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია
დამოუკიდებლად უჭირს პრეზენტაციის გაკეთება
ახერხებს პრეზენტაციის გაკეთებას, მაგრამ არის ხარვეზები
სრულყოფილად აკეთებს პრეზენტაციას

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
მათემატიკა.

მათ. VI.7. მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და კლასიფიცირება.

მათ. VI.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება.

მათ. VI.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.

მათ. VI.10. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.

11.პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ცინცაძე


12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: nana.ninia24@gmail.com